რეზონანსი
(30.08.2024)

ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!"- მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა „ლელო საქართველოსთვის" წევრს, ანა ნაცვლიშვილს მის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კანონის გავლენას მშვიდობის აღდგენის პროცესზე.

„ვთქვათ პირდაპირ, „საია"-ს სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე