
,,ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ყველა იმ ადამიანს მიმართავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე აპირებს წასვლას და სთხოვს, გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან თავიანთი სათქმელი.
ხაზარაძის მტკიცებით, “ოცნების“ ჩამოშორებით ქვეყანას მშვიდობაც ექნება, განათლებაც და ეკონომიკური ზრდაც.
მინდა, ოზურგეთელებს და ყველა იმ ადამიანს მივმართო, სადაც გაიმართება ბიძინა ივანიშვილსა და “ოცნების“ წევრებთან შეხვედრები, გამოდით და პირდაპირ თქვით, რომ არ მოგწონთ ასე ცხოვრება, არ გინდათ იყოთ მონურ მორჩილებაში, რაღაც გროშების სანაცვლოდ, რომელსაც ჩვენი გადასახადებით, ბიძინა ივანიშვილი გირიგებთ. ამ ქვეყანას მშვიდობაც ექნება, განათლებაც ექნება, ეკონომიკური ზრდაც ექნება, თუ ამ რუსულ ურდოს, “ქართული ოცნების“ სახით, მოვიშორებთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების“ ლიდერებეს ხვალ, 18:00 საათზე ოზურგეთში ელოდებიან. მათ დასახვედრად პრაქტიკულად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



