
"რუსული კანონი იზოლაციას, უკიდურეს გაჭირვებასა და მონობას ნიშნავს" - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია, რომ რუსული კანონი გაუქმდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ აღდგება.
რუსული კანონის მიღების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
ეს ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, შესაბამისად კონსტიტუციის 78-ე მუხლი დარღვეულია. უტყუარად, ხაზს ვუსვამ უტყუარად დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
შესაბამისად აქ განსახილველიც არაფერი არ არის, რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ამ ეტაპზე. ის, რომ 26 ოქტომბერს ეს კანონი გავაუქმოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ბათუმში ვართ და ყველაზე კარგად აქ უბერავს ევროკავშირის სიო, შავი ზღვის გადმოსწვრივ. შესაბამისად არა მხოლოდ სიო უნდა უბერავდეს, არამედ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ეს გზა გადის რუსული კანონის გაუქმებაზე, ამიტომ არის ყველა გაერთიანებული ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსამართლეებს ჩვენ რაც არ უნდა შეგონება წავუკითხოთ, ზრდასრული ადამიანები არიან.
ძალიან კარგად იციან, აწერენ ხელს საქართველოს ევროვნული ინტერესის საწინააღმდეგო დოკუმენტს თუ დგებიან საქართველოს ეროვნული ინტერესის მხარეს, ეს მათი გადასაწყვეტია.
დანარჩენი 26 ოქტომბერს, წინ ევროპისკენ, წინ კეთილდღეობისკენ, წინ განვითარებისკენ.
რუსული კანონი ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, ეს არის მონობა, ხოლო რუსული კანონის გაუქმება და რეფორმების გატარება ეს არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



