რეზონანსი
(30.08.2024)

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
წყარო: „ipn"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



