რეზონანსი
(30.08.2024)

თბილისში, დიდ დიღომში, მშენებლობის დროს 3 სართული ჩამოინგრა. შემთხვევის შესახებ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს. პირველადი ინფორმაციით, იყვნენ დაშავებულები, თუმცა შემდეგ კომენტარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული არავინაა.
"თინათინის ქუჩაა და იმედის კლინიკის წინ გზის პირას შენდება „ფრესკო“. მანდ ვცხოვრობ და ზუსტად მაგ დროს გავიარეთ პატრულიც იყო და შიგნით 3 თანამშრომელი მუშა იყო. სწორედ ამ დროს სამივე გამოვიდნენ, ჩემს თვალწინ ვკითხეთ ხომ ყველა კარგად ხართ-თქო და კი ყველანი გამოვედითო“ - დაწერა ქრისტინე ბაღაშვილმა.
იქვე ერთ-ერთმა მშენებლობაზე მომუშავემ კი ასეთი კომენტარი დატოვა:
"მაგრად გადავრჩი" - დაწერა ფრიდონ ვაშაყმაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



