რეზონანსი
(29.08.2024)

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა რუსულ კანონს ბოიკოტი გამოუცხადა და "ღირსებისშემლახველ რეესტრში" რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

,,მთის ამბების" რედაქტორმა 8 მოსამართლის წინაშე ქვეყნის მთავარ სასამართლოში ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის უარყოფითი გავლენის შესახებ და განაცხადა, რომ კანონის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს ეძლევა უფლება, ნებისმიერი სუბიექტისგან პერსონალური მონაცემები გამოითხოვოს. 

არცერთი ჩვენგანი, მოსარჩელეები, რომლებსაც მე წარმოვადგენ ამჯერად, ორი მედიაორგანიზაციაა, არ ვაპირებთ, დავრეგისტრირდეთ ღირსების შემლახველ რეესტრში არც 2 სექტემბრამდე და არც მის შემდეგ. თუმცა ამ კანონის მთელი რიგი პუნქტები ითვალისწინებენ ორგანიზაციის მონიტორინგის შესაძლებლობას და კანონი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს უფლებას, პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოძიების და ნებისმიერი სუბიექტისგან გამოთხოვის უფლებამოსილებას", - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ამ წუთებში, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე