რეზონანსი
(29.08.2024)

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელიც 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზაფხულის თამაშებზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

შეჯიბრების პირველ დღეს, 29 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება, ქართველთაგან პირველი ტაეკვონდოისტები - ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია იასპარეზებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე