რეზონანსი
(29.08.2024)

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რა­ტომ ეთ­ქვა უარი არ­ჩევ­ნებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე დე­პუ­ტატ ფრი­დონ ინ­ჯი­ას პარ­ტი­ას "ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებს", ასე­ვე შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას "თა­ო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" და "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­შირს".

რო­გორც ცეს­კო-ს იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, პარ­ტი­ე­ბის ნა­წილ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად სა­ჭი­რო 25 ათა­სი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რა არ წა­რად­გი­ნა, შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სი­ე­ბი კი არა­ზუს­ტი აღ­მოჩ­ნდა.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" მი­ხედ­ვით, არ­სე­ბო­ბენ პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტში მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ჰყავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ სჭირ­დე­ბათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. მაგ­რამ თუ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ ჰყავს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტში, რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად მას 25 ათა­სი მხარ­დამ­ჭე­რი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რის წარ­მოდ­გე­ნა სჭირ­დე­ბა.

ეს სა­მი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რო­მელ­საც 25 ათა­სი მხარ­დამ­ჭე­რი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რის წარ­მოდ­გე­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მათ შო­რის, "ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებ­საც", რად­გან დღეს მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ფრი­დონ ინ­ჯია არ იყო ამ პარ­ტი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი. მა­თაც და "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­საც" 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ჰქონ­დათ სი­ე­ბის წარ­დგე­ნის ვადა, თუმ­ცა არ წარ­მო­ად­გი­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა "თა­ო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", აქაც სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბო­და მხარ­დამ­ჭერ­თა ხელ­მო­წე­რებს. უბ­რა­ლოდ გან­სხვა­ვე­ბით "ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან", აქ ხელ­მო­წე­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ვა­და­ში, თუმ­ცა შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ხელ­მო­წე­რე­ბის ნა­წი­ლი გა­ბა­თილ­და ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 25 ათა­სი არ დარ­ჩა. შემ­დეგ გა­სა­ჩივ­რდა სა­სა­მარ­თლო­ში, მაგ­რამ ვა­დის გას­ვლის გამო სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა", - გა­ნა­ცხა­და სან­ტუ­რი­ან­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე