რეზონანსი
(28.08.2024)

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები რაჭაში ჩავიდნენ. ბადრი ჯაფარიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ მარიამობის დღესასწაული ხალხს ბარაკონის ტაძრიდან მიულოცეს.
“მინდა ყველას მივულოცო მარიამობა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. ღვთისმშობელმა მოგვმადლოს უნარი, კეთილის და ბოროტის გარცევისა, ერთმანეთის მიტევებისა და სიყვარულისა„,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერები რაჭის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



