
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ოცნება“ კრემლის დავალებების შესრულებითაა დაკავებული და რუსეთში საქართველოს ხელისუფლებას აღიქვამენ, როგორც ყველაზე ახლო პარტნიორს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გრიგოლ გეგელია რუსეთთან მოლაპარაკებაზე საუბარსაც კი ზედმეტად მიიჩნევს, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ორი ე.წ საელჩო და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან.
ეს ხელისუფლება არის რუსეთი სამსაახურში და რუსეთი ფედერაცია და კრემლი ამ ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც ყველაზე ახლო პარტნიორს. არაფერი რუსეთთან მოსალაპარაკებელი არ არის და იქნება მანამ, სანამ რუსეთს ორი ე.წ საელჩო გააჩნია ჩვენი ქვეყნის სუვენერულ ტერიტორიაზე და მანამ, სანამ რუსეთის შეარაღებული ძალები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში, რუსეთი ხედავს, რომ მისი ვასალი და მისდამი ლოიალური ხელისუფლება მარცხდება, ბუნებრივია, ცდილობს, რომ რიტორიკულად ხელი შეუწყოს ამ ხელისუფლებას იმაში, რომ დარჩნენ ძალაუფლების სადავეებთან“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს - სკანდალური განცხადება ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, რია ნოვოსტისთან გააკეთა.
ნიკიტა მენკოვიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების დაწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



