რეზონანსი
(28.08.2024)

"ლი­ვერ­პუ­ლი" თა­ვი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტით "ვა­ლენ­სი­ას" მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას იტყო­ბი­ნე­ბა.

ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლის მიერ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ექ­ვსწლი­ა­ნია.

"ლი­ვერ­პულ­მა" მა­მარ­დაშ­ვი­ლი 30+5 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ი­ძი­ნა და იჯა­რით ეს­პა­ნურ გუნდში და­ტო­ვა, მერ­სი­სა­ი­დელ­თა რი­გებ­ში კი 2025 წლის ზა­ფხულ­ში სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­ვა.

ეს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტრანსფე­რია.

გუ­შინ გი­ორ­გიმ ვა­ლენ­სი­ა­ში "ლი­ვერ­პუ­ლის­თვის" სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა და მო­მა­ვა­ლი გუნ­დის ფორ­მა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი მისი პირ­ვე­ლი სუ­რა­თი Liverpool News | Empire of the Kop-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სალ­ვა გო­მის­მა გა­და­უ­ღო.

"მო­გე­სალ­მე­ბით, "ვა­ლენ­სი­ა­ზე" და ამ კლუბ­ზე სა­უ­ბარს მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის გა­რე­შე ვერ და­ვი­წყებ.

მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც კლუბ­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი დღი­დან, ყვე­ლა ეტაპ­ზე ვგრძნობ.

სი­ტყვე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი, გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა იმ ყვე­ლაფ­რის­თვის რაც "ვა­ლენ­სი­ამ", ამ დიდ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ოჯახ­მა მომ­ცა.

"ვა­ლენ­სი­ამ" შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა და შექ­მნა ჩემი კა­რი­ე­რა.

სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე დავ­რჩე კი­დევ ერთი წელი "ვა­ლენ­სი­ა­ში" და და­ვეხ­მა­რო გუნდს თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გო­რი რთუ­ლი წელი გვე­ლო­დე­ბა და რო­გო­რი გარ­დამ­ტე­ხია ეს პე­რი­ო­დი თა­ვად კლუ­ბის­თვი­საც.

ამი­ტომ, რო­გორც არას­დროს ისე უნდა დავ­დგეთ ერ­თად და ვიბ­რძო­ლოთ ბო­ლომ­დე!" - წერს გი­ორ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე