რეზონანსი
(27.08.2024)

გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში გარეტ უორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.
დიპლომატი ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მრავალმხრივი დისკუსიისთვის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, NATO-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ", - აღნიშნავს გარეტ უორდი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



