რეზონანსი
(27.08.2024)

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორიდან მძევლის გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ".

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიასა და უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა წარმატებული ოპერაციისთვის.

„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყველა ჩვენი მძევლის დასაბრუნებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ ორი ძირითადი გზით: მოლაპარაკებები და ოპერაციები. ეს ორი ფაქტორი მოითხოვს ჩვენს სამხედრო ყოფნას ადგილზე და მუდმივ სამხედრო ზეწოლას. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე