რეზონანსი
(27.08.2024)

პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ქართულმა ემიგრაციამ 5100.00 შეუგროვა. ამის შესახებ ინფორმაცია სცოიალურ ქსელში ვრცელდება:

„არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ: ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში უძლეველმა ამერიკულმა ემიგრაციამ ვახოსთვის შეაგროვა $5,100.00 

ქველმოქმედების ამ ტემპმა და მაშტაბმა ყველა რეკირდი მოხსნა. 

თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხოოო.

სიყვარული გადაგვარჩენს

ძალა ჩვენშია!!!

მადლობა ყველას, ვინც გაავრცელეთ ინფორმაცია, მოაკელით თქვენს ოჯახებს ამ მაგარი ბიჭის გასახარებლად. სიკეთე არსად იკარგება, ასტრონომიულად მრავლდება  და მადლი ცას წვდება, მერე უკლებლივ ისევ ჩვენ გვიბრუნდება“ - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს აეროპორტში მხოლოდ ორი ადამიანი დახვდა, ერთ-ერთი დედა იყო. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე