
22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.
რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.
ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:
• ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
• ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
• ღვინის დეგუსტაცია;
• შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
• მასტერკლასები;
• ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.
სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს - ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, ვიქენდის ჯავშნებზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



