რეზონანსი
(26.08.2024)

ქუთაისში, N2 პენიტენციურ სამსახურთან ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო.

30 წლის პატიმრის, ნიკა კენჭაძის (ბასილაძის) ოჯახის წევრები ციხის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ციხეში სცემეს. პატიმარი ამჟამად თბილისში, კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი.

პატიმრის ოჯახი ციხის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ითხოვს.

ნიკა ბასილაძის ოჯახის წევრებს სურდათ ენახათ კადრები, რომლებითაც დარწმუნდებოდნენ, რომ პატიმარმა საკანში თვითდაზიანებები მიიყენა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარა არათუ თვითდაზიანებები მიიღო, ის მოსაკლავადაა ნაცემი.

"აშკარად რაღაც მომხდარია ციხეზე, შეგზავნილი ჰყავთ ვიღაც და სპეციალურად გაკეთებულია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო ორი კვირა და კარანტინში თუ იმყოფებოდა ასეთი სიტუაცია რატომ უნდა მომხდარიყო. სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი. ვერანაირად ვერ მიიყენებდა, თვალს როგორ დაიზიანებდა ასე და ბლაგვი რა მისცეს, რა ჰქონდა ციხეს, რომ თავში ბლაგვი რაღაცით დაიზიანა თავი?!" - ამბობს პატიმრის მეუღლე, ნათია ბასილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე