ახალგაზრდა კაცმა შუახნის მეზობელი მისსავე სახლთან თოფით მოკლა! - სად მოხდა სისხლიანი ანგარიშსწორება?
რეზონანსი
(26.08.2024)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე დაიწყო, სიტყვიერი შეალაპრაკების შემდეგ 40 წლის კაცმა 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, საკუთარ სახლთან მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი მას გაფორმებული არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



