რეზონანსი
(26.08.2024)

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
შედეგად დაიწვა ავტომობილი, დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია.
დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



