
,,ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებული ადამიანები სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობით მიემართებიან. ისინი სოფელ შუქრუთიდან ჭორვილას მიმართულებით უკვე დაიძრნენ.
ჭიათურის მაცხოვრებლები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მოუწოდებენ, დაინტერსდეს კომპანიის საქმიანობით. ადგილობირვების მტკიცებით, "ჯორჯიან მანგანეზი" მომპოვებელ სამუშაოებს უკონტროლოდ აწარმოებს, რის გამოც მათი საცხოვრებელი სახლები დაინგრა, გარემოს კი გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
ღამე რომ ვიძინებთ, დილის გათენების გვეშინია, სახლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სოფელი სავარაუდოდ ჩავარდება. სახლებს ნუ დაგვინგრევენ. ჩემი ქმრის, ჩემი წინაპრების საფლავი რატომ უდნა დავტოვო", - ამბობს მოსახლეობა.
შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 165 დღეა გრძელდება. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და დაზიანებული საცხოვრებელი გარემოს გამო ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



