რეზონანსი
(24.08.2024)

ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები [ოპოზიციური პარტიების აკრძალვა] არ გაუცია, არ გაუბედავს თავისი ამომრჩევლისთვის არცერთ ქართველ, თუ სხვა მმართველს. მესმის, რომ გვაქვს ქართული ოცნების მხრიდან მრავალი პოპულისტური განცხადება, მაგრამ ამ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] ქვეცნობიერი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ არის ძალიან უპატივცემულო. სწორედ ამიტომ ბედავს და აკეთებს ამ ყოველივეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს - რაც ევროკავშირისა და NATO-სკენ სწრაფვის დადასტურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერი არის არჩევანი, ერთი მხრივ, კეთილდღეობას, ევროკავშირის წევრობას, აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასა და მასთან უვიზო მიმოსვლა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული ძალაუფლებას შორის. ეს კი სიღატაკეს, ემიგრაციას, იზოლაციას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე