რეზონანსი
(24.08.2024)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდი შეცვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ 24 აგვისტოს საქართველოში, ძირითადად დასავლეთში, მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა, დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი.
სიფრთხილეა საჭირო იმ ნეგატივებისთან, როგორიცაა წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერი, სეტყვა და ძლიერი ქარი“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სტიქიამ შეუტია კახეთს და სტეფანწმინდას. ახმეტის მუნიციპალიტეტში მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, ხოლო ყაზბეგს კი მოულოდნელი სეტყვა დაატყდა თავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



