
ირაკლი კობახიძის პროგნოზით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში - „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.
„2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით.
ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,-აღნიშნა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



