რეზონანსი
(23.08.2024)

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.

დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

გლდანი - ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი

ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი

ისანი - ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი

სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

დიდუბე - ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, დღემდე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი

ვაკე - ზუკა რურუა, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი

საბურთალო - აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა, მოქმედი პარლამენტარი

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება "ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე