რეზონანსი
(22.08.2024)

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა - შემთხვევა ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნაგომარში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



