
"ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენს მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სჭირდება ბიძინა ივანიშვილი., ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ მ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც მას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოებს გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზეც , არის აბსოლუტურად ლოგიკური" თქვა კობახიძემ მცხეთაში, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 აგვისტოს ივანიშვილი მისივე პარტიის ლიდერებთან ერთად მცხეთაში, წინასწარ საგანგებოდ მობილიზებულ ადმინისტრაციულ რესურსთან და პარტაქტივთან გამოჩნდა. სცენაზე ორი ტრიბუნა იდგა - ცალკე პრემიერისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერებისთვის, განცალკევებით კი ოლიგარქისთვის, რომელსაც მეორისგან ტყვიაგაუმტარი შუშა განასხვავებდა.
ივანიშვილმა ისევ ტრადიციული მუქარა გააჟღერა და "ქუდზე კაცი" არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ მოიხმო, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია გააუქმოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



