რეზონანსი
(22.08.2024)

ტიმ უოლცმა ოფიციალურად მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე. „ეს ჩემი ცხოვრების დიდი პატივია“, - განაცხადა მინესოტის გუბერნატორმა დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა. 60 წლის პოლიტიკოსმა ყრილობის მონაწილეებს თავისი ცხოვრების შესახებ მოუყვა.
ყრილობაზე უოლცს და დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, მუსიკოსებმა სტივი უანდერმა და ჯონ ლეჯენდმა, მსახიობმა მინდი კალინგმა და ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ.
კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობა ოფიციალურად ერთი დღით ადრე მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



