რეზონანსი
(21.08.2024)

„ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ „გარდაუვალად მარცხდება".

„ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს და იცის რა, რომ გარდაუვალად მარცხდება ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.

ეს, რა თქმა უნდა, ვერ იხსნის ივანიშვილს დამარცხებისგან, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს!", - წერს ჯაფარიზე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე