რეზონანსი
(21.08.2024)

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა, დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისთვის გულის ამუშავება შეძლეს. ამ დროისათვის , მოზარდი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაჰყავს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



