რეზონანსი
(21.08.2024)

“სასოწარკვეთის გამოხატულება მგონია ის განცხადება, რაც გააკეთეს“- ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. 

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ “ოცნებას“ აქვს შიდა კვლევები და კარგად იციან, რომ “მათი რეიტინგი მინიმუმის მინიმუმზეა ჩამოსული.“

ამხელა პროსტინას რომ გამოფენ, ეგ იმას მიათითებს, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. როგორც ჩანს, მათ აქვთ თავიანთი შიდა კვლევები, რაც ისედაც ყველამ ვიცით, მათი რეიტინგი მინიმუმის მინიმუმზა ჩამოსული. არანაირი შანსი არჩევნებში გამარჯვების აღარ აქვთ, ისინი დამრცხებულები არიან. ამას მხოლოდ 26 ოქტომბერს გაფორმება სჭირდება,. სასოწარკვეთის გამოხატულება მგონია ის განცხადება, რაც გააკეთეს“, - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე