რეზონანსი
(21.08.2024)

ჩვენ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გვყავს - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი დეფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებსი დაკავებას.

მეზვრიშვილის თქმით, სუს-ი დღეს ჩამდგარია ერთი კაცის სამსახურში

ჩვენ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გვყავს. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური არ არის დაკავებული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით. სუს-ი დღეს ჩამდგარია ერთი კაცის სამსახურში. როდესაც უწყებებს დაკარგული აქვთ საბაზისო ფუნქციების შესრულების ფუნქცია, იმ ქვეყანაში ვერანაირ უსაფრთხოებაზე საუბარი ვერ იქნება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.

მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე