
"ოცნებას" არჩევნებზე მეხამრიდი სჭირდება და არ არის გასაკვირი, რომ ეს მეხამრიდი მოსკოვიდან, ოკუპანტმა, მარიონეტულმა ხელისუფლებებმა მიაწოდონ" - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ოკუიპანტი და მარიონეტული ხელისუფლებისგან პროვოკაციებია მოსალოდნელი და სწორედ ამის წინაპირობა არის დეფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებსი დაკავება.
ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი მინიშნება, რომ იქნება პროვოკაციები ოკუპანტი ხელისუფლებისგან და მარიონეტული ხელისუფლებებისაგან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. არ არის გამორიცხული, რომ ეს შემთხვევაც იყოს დაკავშირებული იმ შესაძლო პროვოკაციებთან. ახლა "ოცნებას" სჭირდება რაიმე მეხამრიდი, რომ დაეხმაროს არჩევნებზე. არ არის რომ მოსკოვიდან მოვიდეს დავალება, რომ ოკუპანტმა, მარიონეტულმა ხელისუფლებებმა, რომ მას ეს მეხამრიდი მიაწოდოს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.
მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



