რეზონანსი
(21.08.2024)

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ და მასთან თანამშრომლობა საინტერესო იქნება.

"მარგველაშვილის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს. მან ითამაშა მნიშვნელოვანი სახალხო და ეროვნული როლი, როდესაც პრეზიდენტი იყო, არის უკომპრომისო ადამიანი, მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, თუმცა, ამ ეტაპისთვსი რამე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. 

ჩვენ ვიცავთ კონსულტაციის ოქროს წესს, არ ვასწრებთ მოვლენებს და თუ რამე მოხდება, უნდა გახმოვანდეს საერთო გადაწყვეტილები. ამიტომ რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ვნახავთ, თუმცა ჩვენი პლატფორმა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე