
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა მამა თეიმურაზ ქორიძე:
„ღმრთივ მიიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფ. დიდი ჩაილურის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.
სამძიმარს ვუცხადებთ მამა თეიმურაზის ოჯახს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, ახალშესვენებულისა მღვდლისა თეიმურაზისა და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელი თეიმურაზი“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული…
მოიხსნიეთ ლოცვებში!..“ - ამის შესახებ კი პეტრე კოლხი წერს.
ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე შარშან საავადმყოფოში, ფილტვების მძიმე დაზიანებით მოათავსეს. მის გადასარჩენად ლოცვისთვის, მთელი საქართველოს გაერთიანდა. მაშინ სასულიერო პირი გამოჯანმრთელდა და საავადყოფოდან გაწერეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



