
თუ ვინმეს კითხვა კიდევ ექნება - აბა ვინ გვაძალებს ერთსქესიანთა ქორწინების და კაცების გათხოვების დაკანონებას, იხილეთ სენატორ კარდინის განცხადება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებაზე.
„თუ ვინმეს კითხვა კიდევ ექნება - აბა ვინ გვაძალებს ერთსქესიანთა ქორწინების და კაცების გათხოვების დაკანონებას, იხილეთ სენატორ კარდინის განცხადება. იხილეთ ვენეციის კომისიის დასკვნა. პასუხები გექნებათ ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა სულიერად და ფიზიკურადაც, გამომდინარე იქიდან, რასაც გვიქადიან სამწუხაროდ უცხოური ძალების წარმომადგენლები", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ბენ კარდინი სოციალურ ქსელში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მსგავსი კანონის მიღება, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს, დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



