
სასამართლო პროცესი ცესკოს წინააღმდეგ დაწყებულია, საქალაქო სასამართლო კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" სარჩელს იხილავს
ოპოზიცია ასაჩივრებს ცესკოს ახალ სადავო დადგენილებას, რომელიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ მანიპულაციების რისკევს აჩენს. საუბარია ცვლილებებზე საუბნო კომისიაში წევრებს შორის წილისყრის, ანუ მოვალეობების გადანაწილების შესახებ.
,,ძლიერი საქართველოს" ლიდერმა და ცესკოს წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ყველა მცდელობა იმისა, რომ მმართველმა ხელისუფლებამ შეიქმნას რაიმე ბარიერი არის ფუჭი, რადგან ქართველი ამომრჩეველს აქვს მკაფიო ნება.
ხელისუფლების და მისი ნებისმიერი განშტოების საცეცის, როგორიც არის ამ შემთხვევაში ცესკო, სუსი და ა.ს.შ. მცდელობები, შექმნან ბარიერები, როგორც ფიზიკური ბარიერები ცესკოს რკინის გალავანი მაგალითად, ასვე სამართლებრივი ბარიერები მსგავსად ამისა. ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი და უბადრუკია, იმიტომ რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან მკაფიო არის თავის ევროპულ არჩევანში,- ამბობს სიორიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით ,,ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.
სასამართლო პროცესი ცესკოს წინააღმდეგ დაწყებულია, საქალაქო სასამართლო კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" სარჩელს იხილავს
ოპოზიცია ასაჩივრებს ცესკოს ახალ სადავო დადგენილებას, რომელიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ მანიპულაციების რისკევს აჩენს. საუბარია ცვლილებებზე საუბნო კომისიაში წევრებს შორის წილისყრის, ანუ მოვალეობების გადანაწილების შესახებ.
,,ძლიერი საქართველოს" ლიდერმა და ცესკოს წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ყველა მცდელობა იმისა, რომ მმართველმა ხელისუფლებამ შეიქმნას რაიმე ბარიერი არის ფუჭი, რადგან ქართველი ამომრჩეველს აქვს მკაფიო ნება.
ხელისუფლების და მისი ნებისმიერი განშტოების საცეცის, როგორიც არის ამ შემთხვევაში ცესკო, სუსი და ა.ს.შ. მცდელობები, შექმნან ბარიერები, როგორც ფიზიკური ბარიერები ცესკოს რკინის გალავანი მაგალითად, ასვე სამართლებრივი ბარიერები მსგავსად ამისა. ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი და უბადრუკია, იმიტომ რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან მკაფიო არის თავის ევროპულ არჩევანში",- ამბობს სიორიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



