რეზონანსი
(20.08.2024)

კობახიძეს ვურჩევ, ჯერ საკუთარო რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა - ასე ეხმაურება ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე საქართველოს პრემიერის გუშინდელ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტზე,

ბუაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახძიე ბიძინა იანიშვილის დავალებებს ასრულებს.

,,მე კობახიძეს მინდა ვურჩიო, რომ საკუთარო რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს, ვინაიდან ძალიან არ მოეწონება ის შედეგი, რომელსაც აღმოაჩენს. კობახიძეს არაფერი აქვს საერთო ქართველ ხალხთან, მას აქვს ერთადერთი ფუნქცია, რომ შეასრულოს ივანიშვილის დავალებები. შესაბამისად ივანიშვილის დავალებების გავლით შეასრულოს, რომლის განხორციელებაც ამ ქვეყანაში უნდა რუსეთს. კობახიძეს აქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ ასიამოვნოს ივანიშვილს და რასაკვირველია ივანიშვილის სიამოვნებს განსხვავებული აზრის, პოზიციის და თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ლანძღვა იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ ვხედავთ გაშმაგებულ იერიშს ყველაზე, ვინც არ არის რუსეთი სამსახურში მყოფი ხელისუფლების ნაწილი და პრეზიდენტიც არის მოწინავე რიგებში ამ სიაში, ვინაიდან სწორედ ივანიშვილის დავალებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ხელს უშლის ამ ხელისუფლებას იმ გეგმის შესრულებაში, რომლის შესრულებას ივანიშვილი ცდილობს", - განაცხადა საბა ბუაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე