რეზონანსი
(20.08.2024)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მამუკა ჯანგულაშვილმა თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა.
მამუკა ჯანგულაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



