რეზონანსი
(19.08.2024)

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი, მესამე ხიდი გაანადგურა.
პირველი ცნობები მდინარე სეიმზე ხიდის განადგურების შესახებ რუსულ Z ტელეგრამ არხებზე გაჩნდა. მოგვიანებით უკრაინელმა ბლოგერმა სავარაუდოდ განადგურებული ხიდის ფოტო გამოაქვეყნა.
მდინარე სეიმზე მესამე ხიდის განადგურება მძიმე დარტყმაა რუსულ სამხედრო ლოჯისტიკაზე.
"თუ ეს სიმართლეა, მტრის სამხედრო შენაერთების ნაწილი მოწყვეტილი რჩება ძირითადი ძალებისგან, ჩვენი კონტროლის ზონა კი შესაძლოა 1.5-ჯერ გაიზარდოს". – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი.
უკრაინელებმა პირველი ხიდი 16 აგვისტოს გაანადგურეს, მეორე ხიდის დანგრევის შესახებ ინფორმაცია 18 აგვისტოს გავრცელდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



