რეზონანსი
(18.08.2024)

ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებისთვის მთავრობა საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილ #1155 განკარგულებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობა მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მისცა. სესხი 20 წლით გაიცემა. მისი პროცენტი კი, ჩამორიცხვის მომენტში დაზუსტდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. საშეღავათო პერიოდი 5 წელია.
ხაშურში ეს პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი ქსელი უნდა მოწყობილიყო. ახლა კი პროექტის დასასრულებლად ხელისუფლება დამატებით თანხებს ითხოვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



