რეზონანსი
(18.08.2024)

თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდი, "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ ღამით, 23:00 საათზე მოხდა.
არსებული ცნობებით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მოპედის მძღოლი მძიმედ დაშავდა. ირკვევა, რომ კურიერს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



