ამ დილით ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა - სად იმყოფებოდა იგი სიცოცხლის ბოლო წუთებში?
რეზონანსი
(18.08.2024)

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ისევე, როგორც ლუბო (მსახიობის ძაღლი) მწუხარებით გატყობინებთ მამის გარდაცვალების ამბავს. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო“, - წერია მსახიობის შვილების ერთობლივ განცხადებაში.
კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



