
პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა. ამის შესახებ ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟი, საქართველოს პრესტიჟია“, - განაცხადა "ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



