რეზონანსი
(17.08.2024)

,,დინამო არენას" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციას მათგან ორი წერილი გაეგზავნა.

ადმინისტრაცია ამბობს, რომ პირველ წერილში ნათქვამი იყო, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა, ხოლო მეორეში მოხდა დაზუსტება, "იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივარის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს".

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს დინამო არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.

დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გავუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივარის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. 

შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა", - ნატქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კითხვაზე, რატომ ტარდება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და არა დინამო არენაზე, განაცხადა: დინამო ვერ გვაძლევს სრულად სტადიონს, მხოლოდ II იარუსის გამოყენება არასერიოზულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე