რეზონანსი
(17.08.2024)

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 14 დრონი და ერთი „ისკანდერ-კ“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს, რომლის ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



