რეზონანსი
(17.08.2024)

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძნა ივანიშვილი ძალიან ცდილობდა დაემალა რუსეთში ნაყიდი ქონება, თუმცა საერთაშორისო გამოძიებამ მტკიცებულები დადო.

„რუსეთის მსახური ოლიგარქისგან, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ეს ფაქტი და აქ განსაკუთრებით საყურადღებო, რომ ის ცდილობს ეს ფაქტი დამალოს, თუმცა საერთაშორისო გამოძიებამ გაასაჯაროვა ეს ფაქტები და დადო მტკიცებულები, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. აქ გვახსენდება ასევე ის, რომ სწორედ მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა რომ შეაჩერეს, შეუშალოს ხელი და არ მისცეს საშუალება, რომ ამხილოს ივანიშვილი და მისი ხელისუფლების დანაშაულები, სწორედ ამიტომ შემოიღეს მათ რუსული კანონი, ასევე მიიღეს ოფშორების შესახებ კანონი, რომ ივანიშვილის ქონებას არ დაემუქროს საფრთხე და ეს ქვეყანა გადაიქცეს მისი შავი ფულის სამრეცხაოდ", - ამბობს ნაცვლიშვილი.

OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე