რეზონანსი
(17.08.2024)

გორში, სტალინის გამზირზე, ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მილი დაზიანდა და საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.

Qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე