რეზონანსი
(16.08.2024)

ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი დაბლოკილი ფეისბუქ ანგარიშების შემდეგ ამტკიცებს, რომ Meta-ს მიერ წაშლილ გვერდებთან კავშირი არ აქვთ.

ბექა ოდიშარიას თეორია დღეს ასეთი იყო - "ოცნების" დეპუტატი ვარაუდობს, რომ ფეიკ-ექაუნთები შეიძლებოდა მათ ოპონენტებს შეექმნათ, შემდეგ თვითონვე დაერეპორტებინათ და შეექმნათ სურატ, რომ Meta "ოცნების" მხარდამჭერი ექაუნთების წინააღმდეგ არის.

ფეიკ-ექაუნთების, ფეიკ ინფორმაციების გავრცელებაში დახელოვნებული, თქვენი ტელევიზიების გარდა, არიან თქვენი დედა-პარტიები, რომელთაც შესაძლოა, გახსნეს, ეს ფეიკ-ექაუნთები, რომლითაც ჩაატარეს ისეთი კამპანია, რომ თითქოს ეს ექაუნთები მხარს უჭერენ "ოცნების" რაღაცა ნარატივს, შემდეგ თვითონვე დაარეპორტეს და შექმნეს სურათი, რომ თითქოს მეტა არის "ოცნების" მხარდამჭერი ექაუნთების წინააღმდეგ. აქვე შეგახსენებთ, რომ ტვიტერმა, ერთხელ და საუდამოდ გაუუქმა ტრამპს მისი ექაუნთი. რა ტრამპი პრორუსია და რუსეთიდან იგეგმებოდა მისი აქტივობები? თუ ამას ვერ დაადასტურებთ, ნუ ამბობთ ასევე იმას, რომ რუსეთიდან იმართებოდა რაღაცა ექაუნთები, რომელიც ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო", - აცხადებს ბექა ოდიშარია. 

გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. 

Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე