
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატების მოყვანას ეხმაურება.
მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მიყენებულმა ზიანმა გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს.
ამასთან, ჩეჩელაშვილი ელჩებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ასეთ მწვავე ვითარებაში დიპლომატებს ქვეყნის ბედზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნიათ.
"ელჩებს აკისრიათ განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ბედზე. ამიტომ, ახლა ჩვენ ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით და ეს კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ ამ დუმილით საკუთარ დილემას ვერცერთი ელჩი ვერ გადაწყვიტავს. გამოვიდა, რომ "ოცნება" დღეს წერს განცხადებებს რუსეთის წარმომადგენლისთვის გაეროში. იმან თავიც კი არ შეიწუხა, რომ რაიმე გადაეკეთებინა, უბრალოდ ციტირება მოახდინა და ამას ექნება, სამწუხაროდ, გრძელვადიანი ეფექტი", - აცხადებს ჩეჩელაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



