რეზონანსი
(16.08.2024)

ქუთაისის ციხეში მოწამლული პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში რჩება. მეორე ნაწილი კი მკურნალობას პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს. კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანილი პატიმრები ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველების თქმით, მედიკოსებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა. ადვოკატ სოფო ბონდარენკოს ინფორმაციით, მოწამლულია დაახლოებით 200 პატიმარი.
ქუთაისის ციხეში პატიმრების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია 14 აგვისტოს გავრცელდა. სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



