რეზონანსი
(16.08.2024)

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მიერ გაკეთუბულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გოჩა ჯავახიშვილი ის ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც პროფესიული კეთილსინდისიერება გამოიჩინა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის უზარმაზარი ზიანის მიყენების შესახებ ისაუბრა.

სალომე სამადაშვილი დღევანდელ დიპლომატებს რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ელჩების დუმილი მათ მიერ ვანიშვილის გუნდის პოლიტიკის ხელშეწყობამ განაპირობა. 

მხოლოდ ერთი ელჩი აღმოჩნდა, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი პარიზში, რომელსაც აღმოაჩნდა საკმარისი სინდისი, პროფესიული კეთილსინდისიერება, პატიოსნება და პატრიოტიზმი, რომ ეთქვა, რომ რუსულ ხელისუფლებას არ ემსახურებოდა. მე არ მიკვირს, რომ დღეს ეს დიპლომატები არიან ჩუმად, რადგან ისინი არიან ზუსტად ისეთივე ქვეშევრდომები რუსული რეჟიმის. მათ მართავს რეალურად ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც უადვილებს საქმეს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას აყენებს უზარმაზარ და განგრძობით ზიანს", - ამბობს სამადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე